თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის მონაწილეებზე ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) განცხადებით, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის მონაწილეებზე ძებნა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გვარდიის დანაყოფები ტერაქტის ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდამსხმელებს ეძებენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციაში მონაწილეობენ.

თავდამსხმელები ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულები არ არიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, მათი ზუსტი რაოდენობაც.


მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები