თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ხრისტო გროზევი: ტერაქტამდე ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა

ხრისტო გროზევი

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა.

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება. თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.

ამასთან, გროზევის თქმით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) უკვე წელიწადზე მეტია რუსეთში ავღანელ ბოევიკებს წვრთნის.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას სამთავრობო მედია РИА Новости საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორესპონდენტის ცნობით, "ავტომატებიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ, თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს, შედეგად კი ხანძარი გაჩნდა".

კომენტარები