საქართველო-ევროკავშირი

ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ტაბულა

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომზე, ბლოკის უსაფრთხოებასა და გაფართოების პროცესზე.

ევროკავშირის გაფართოების ნაწილში საუბარია უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამავდროულად, ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს.

"ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებაში. [...] ევროპული საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევაზე და მას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს" – წერია ევროპული საბჭოს დოკუმენტში.

კომენტარები