რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას დამარცხების საშუალებას არ მივცემთ – ლოიდ ოსტინი რამშტაინის მე-20 შეხვედრაზე

"ჩვენი გზავნილი ნათელია. აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას. ეს კოალიცია არ მისცენს უკრაინას დამარცხების საშუალებას" – თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრის გახსნისას

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და იმ საჭრო რესურსის მიწოდებას, რაც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება. მან აღნიშნა, რომ  გასულ კვირას აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $300 მილიონი გამოყო. 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ყურადღება რუსეთის დანაკარგებზეც გაამახვილა. მისი თქმით, რუსეთმა პუტინის იმპერიალისტური ოცნებებისთვის უზარმაზარი ფასი გადაიხადა. 

"ჩვენ ყველანი უფრო ნაკლებად დაცულები ვიქნებით, თუ პუტინი თავისას გაიტანს. ყველანი უფრო დაუცველები ვიქნებით უკანონო, ძალადობრივ მსოფლიოში, სადაც დიქტატორებს შეუძლიათ ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა, სახელმწიფოების რუკებიდან გაქრობა და იმპერიების აღდგენა. უკრაინის ბრძოლა ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. არც უკრაინელ ხალხს და არც ჩვენ ერთი დასაკარგი დღეც არ გვაქვს" – თქვა ოსტინმა.

კომენტარები