გერმანია

გერმანიის განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს

Marten Ronneburg/NurPhoto/Shutterstock

გერმანიის განათლების მინისტრის, ბეტინა სტარკ-ვაცინგერმა თქვა, რომ გერმანიის სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს. მისი თქმით, გერმანიის სამოქალაქო თავდაცვის მომზადების ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე. 

ბეტინა სტარკ-ვაცინგერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით იგეგმება გერმანულ სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტის დამატება, თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაბამისი ვარჯიშები სკოლებში მალე დაინერგება. 

"საზოგადოება მთლიანად კარგად უნდა მოემზადოს კრიზისებისთვის, დაწყებული პანდემიიდან და ბუნებრივი კატასტროფებიდან, დამთავრებული ომით... სამოქალაქო თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, და ის სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რათა ჩვენი გამძლეობა და მოქნილობა გაიზარდოს" - თქვა გერმანიის განათლების მინისტრმა. 

ბეტინა სტარკ-ვაცინგერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გერმანელმა მოზარდებმა და ახალგაზრდებმა გაიცნონ, თუ როგორ მუშაობს არმია და ამაში გერმანიის ჯარიც უნდა ჩაერთოს. 

კომენტარები