პრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ 18 მარტს დავიბადე და არა 5-ში, კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი და ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, ალბათ.

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, "სიმბოლურია, რომ დღეს გახლავთ მეხუთე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა და  სიმბოლურია ზუსტად ეს ციფრი, ხუთიანი, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პირდაპირი კავშირი რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის".

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს დაადო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხებოდა.

კომენტარები