საარჩევნო კოდექსის ცვლილებები

ოხანაშვილი ზურაბიშვილზე: სიმბოლურია მეხუთე ვეტოს დადება, ამით დასტურდება ენმ–სთან კავშირი

ეს იყო არა პრეზიდენტის ვეტო, არამედ რეალურად ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ვეტო. 

სიმბოლურია, რომ დღეს გახლავთ მეხუთე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა და  სიმბოლურია ზუსტად ეს ციფრი, ხუთიანი, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პირდაპირი კავშირი რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის. 

თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე დადებულ ვეტოზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხებოდა.

კომენტარები