Squid Game

Squid Game-ის მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

Hollywood Reporter

სერიალის, Squid Game-ის მსახიობი, ო იონგ-სუ სასამართლომ სექსუალური შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და 8 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

79 წლის ო იონგ-სუს ქალის ორჯერ სექსუალურად შევიწროება ბრალად 2022 წელს წარუდგინეს.

მსახიობმა დანაშაულები 2017 წელს ჩაიდინა, როცა თეატრალურ შესრულებაში მონაწილეობის გამო სასოფლო დასახლებაში რჩებოდა. ო იონგ-სუ ქალს მის სახლთან და სახლამდე მისასვლელ გზაზე მისი ნების წინააღმდეგ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. 

ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ის თანახმად, სასამართლომ ო იონგ-სუნს სექსუალურ ძალადობაზე კლასებზე დასწრება დაავალა. 

საქმის მოსამართლის თქმით, შემთხვევათა აღწერა და მონათხრობი, რომელიც სასამართლოს მსხვერპლმა მიაწოდა, "თანმიმდევრულია [...] და როგორც ჩანს, არის განცხადებები, რომლებსაც ვერ გააკეთებდა მათი თავის თავზე გამოცდის გარეშე". 

ო იონგ-სუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს, რისთვისაც 7 დღე აქვს. 

2021 წლის დასაწყისში Squid Game-ში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მიიღო. ასევე ნომინირებული იყო ემიზე. მოგვიანებით ო იონ-სუ Balenciaga-ს სახე გახდა. 

Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. 

კომენტარები