კალმარის თამაში

კალმარის თამაშის მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

Hollywood Reporter

კალმარის თამაშის მსახიობს, ო იონ-სუს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Deadline სამხრეთკორეულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა 2017 წელს მოხდა. იონ-სუ ტბასთან სეირნობისას ქალს სხეულზე მისი ნებართვის გარეშე შეეხო. ინციდენტის შემდეგ მსახიობმა ბოდიში მოიხადა. 2021 წელს საქმე დაიხურა, მაგრამ მომჩივანმა საჩივრის გადახედვა მოითხოვა.

78 წლის მსახიობი ბრალს უარყოფს, ამ ეტაპზე სასამართლოს მისი დაკავების ორდერი არ გაუცია.

2021 წლის დასაწყისში კალმარის თამაშებში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მიიღო. ასევე ნომინირებული იყო ემიზე. მოგვიანებით ო იონ-სუ Balenciaga-ს სახე გახდა. 

კალმარის თამაშების მეორე სეზონი 2024 წელს გამოვა.

კომენტარები