ქართული მართლმსაჯულება

პაპუაშვილი: არ ვაპირებთ, უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად

ჩვენ არ ვაპირებთ, უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს მოხდა უცხოეთიდან. გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გავიხსენოთ მელიას საკითხი და მისი გამოშვება, გავიხსენოთ გვარამიას შეწყალება. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ყოველთვის ეს ჩარევა იყო უცხოეთიდან იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ქვეყნის ქართული მართლმსაჯულების საკითხების გადასაწყვეტად.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვის ინიციატივაზე.

კომენტარები