NATO-საქართველო

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა

REUTERS/Stoyan Nenov

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კიდევ ერთხელ ეწვევა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის რეფორმები მნიშვნელოვანია.

"საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას ახლო მომავალში კვლავ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. NATO დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები