ნაცის ადგილზე, მე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ - და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან პოლემიკაში არ შევიდოდი. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს 18-20 წლამდე დედ-მამის გარეშე ეზოში არ უშვებდნენ. ჰოდა, მწამებლები ახლა რა კაცობაზე გველაპარაკებიან - თუ ქვეყანაში რაიმე არაკაცური არსებობს, მათი დანერგილია. სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ, სადარბაზოებში მარტო ვერ ჩადიოდნენ. ბოლო-ბოლო, რა კაცობასა და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან, კვირაზე მეტია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ სიტყვა ვერ დავაცდევინეთ და ვერ გაემიჯნენ. საერთოდ რომელ კაცობაზე და რას ამბობენ.
tbl.ge/6q3j
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ენმ-ის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას. "ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი - და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა" - ასე უპასუხა ბოტკოველმა მდინარაძის განცხადებას.
მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასოდეს მოხდება. "როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ". - ამბობს მდინარაძე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




