Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებაში და გამოცდაში რუსეთს და აშშ-ს გადაუსწრო. ამ ინფორმაციას Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე, ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს.
მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა. მაკკორმიკის თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტები ხმის გავრცელების სიჩქარეზე ხუთჯერ მაღალ სიჩქარეს ავითარებენ. ჩინეთი ჰიპერბგერითი რაკეტების არსენალის განვითარებაზე ბოლო 20 წლის მანძილზე მუშაობს.
აშშ-ში ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე საჰაერო ძალები და არმია მუშაობენ, თუმცა ბოლო წლებში მათ მთავარი პრობლემები რაკეტების გამოცდის ეტაპზე შეექმნათ. 2018 წლის შემდეგ პენტაგონმა ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებისთვის 12 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.