სახალხო დამცველი

ომბუდსმენს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ლევან პაპავა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორის პოზიციას იკავებს, ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაზეც სახალხო დამცველს რეაგირება არ ჰქონია.

პაპავას თქმით, მისი უშუალო უფროსისგან, გიორგი ტალახაძისგან დაბალი წლიური შეფასება "მიკერძოებული და უსამართლო გადაწყვეტილებით" მიიღო და აღნიშნული შეფასება განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დაუწერეს.

"წლიური დაბალი შეფასების რეალური საფუძველი არის ჩემი მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა და მათი დაფიქსირება, ამ კონკრეტული ნიშნით გავხდი დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი, კონკრეტულად, უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, მათ შორის, დისკრიმინაციის დადგენის თვალსაზრისით და რომ საკითხი სრულყოფილად შესწავლილიყო.

თუმცა, კონსტიტუციურმა ორგანომ, სახალხო დამცველმა, რომელიც თვითონ უწევს ზედამხედველობას დისკრიმინაციის აღმოფხვრას და თანასწორობის უზრუნველყოფას, ამ კუთხით ჩემი საჩივარი საერთოდ არ განიხილა და გადამამისამართა სხვა ინსტიტუტებში, როგორიც არის სასამართლო. სწორედ ამიტომ, გავხდი იძულებული, რომ სასამართლოსთვის კონკრეტული მოთხოვნით მიმემართა და მაქვს მოლოდინი, რომ მიიღება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება." - თქვა პაპავამ.

კომენტარები