რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: აშშ უკრაინას $300 მილიონის ღირებულების შეიარაღების პაკეტს გაუგზავნის

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დღეს, 12 მარტს, განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ გადაუდებელ სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის, რომლის ღირებულებაც $300 მილიონი იქნება.

სალივანის თქმით, პენტაგონმა დადებული კონტრაქტებიდან თანხების დაზოგვა მოახერხა, რასაც ისინი უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენებენ. უკრაინისთვის გამოყოფილი $300 მილიონი საარტილერიო ჭურვებისა და HIMARS-ის საბრძოლო მასალების შესყიდვისთვის იქნება განკუთვნილი.

თუმცა, სალივანმა ასევე დაამატა, რომ "ეს [დახმარება] ახლოსაც არ მიდის ბრძოლის ველზე უკრაინის საჭიროებებთან და უკრაინას საბრძოლო მასალების ამოწურვისგან ვერ დაიხსნის".

ეს დეკემბრის შემდეგ პირველი ახალი დახმარების პაკეტი იქნება, სანამ აშშ-ს კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდება.

კომენტარები