ენმ

ბოტკოველი: ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი – სიტყვის პატრონი

ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი - და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა. ხელისუფლება, რომელიც იმ დაპირებებით მოვიდა, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება უნდა ჰქონოდა - დღეს კი ვხედავთ გაღარიბებულ ხალხს, საწვავსა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს. 

ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ ემსახურება, დამარცხებას იმსახურებს. მინდა, მამუკა მდინარაძესა და მთელ ქართულ ოცნებას მივმართო: ისინი ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული არიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე დადასტურდება, როცა ივანიშვილის პარტიის მმართველობა დასრულდება.

ასე უპასუხა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასოდეს მოხდება. "როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ". - ამბობს მდინარაძე.

კომენტარები