პარტია ლელო

სამადაშვილი: ყოველ კვირას უერთდებიან ადამიანები ლელოს – მოდიან და ამბობენ, რომ ბრძოლა უნდათ

მე ვიცი, რომ ძალიან მაღალი შანსი აქვს ლელოს, დაარწმუნოს საქართველოს ამომრჩევლის ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელიც ეძებს კონკრეტულ წინადადებებს. ლელოს რეიტინგი და მხარდაჭერა იზრდება. ჩვენს პარტიაში ხდება ის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში წარმოუდგენელია - ხალხი მოდის და საკუთარი სურვილით გვიერთდება, წევრიანდება პარტიაში... ყოველ კვირას უერთდებიან ადამიანები ლელოს, მოდიან და ამბობენ - "ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის". ოღონდ იმ ადამიანს უნდა ბრძოლა მართლა უკეთესი მომავლისთვის, უნდა, რომ პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე. 

ამბობს პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები