სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: კობახიძე არაა ვალდებული, ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდევაც, რომ განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე, ნორმალურია, მას რომ სხვა აზრი ჰქონდეს, ნორმალურია. არანორმალური იქნებოდა, ყველაფერში რომ ერთი და იგივე აზრი გვქონდეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცვლილებაზე.

კომენტარები