რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ვოლგოგრადის ოლქში 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, აქედან 15 - ვოლგოგრადის ოლქში.

თავდაპირველად მათ გაავრცელეს ცნობა, რომ 8 მარტის გამთენიისას ვოლგოგრადის ოლქში 11, ბელგოროდის ოლქში კი - 1 დრონი ჩამოაგდეს. შემდეგ, დილის საათებში ირწმუნებოდნენ, რომ ვოლგოგრადის ოლქში კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს წერს დრონების ჩამოვარდნის შედეგებზე.

ვოლგოგრადის ოლქი უკრაინას არ ესაზღვრება და კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან 300 კილომეტრით არის დაშორებული.

კომენტარები