68 გრამი მეთადონის შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი)". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ჰქონდათ წარდგენილი.

კომენტარები