პუტინის რუსეთი

პესკოვი: რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ხელისუფლება მის შენებას გააგრძელებს. ამის შესახებ პუტინის სპიკერმა მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლისას ისაუბრა.

"აღარ მოვითმენთ კრიტიკას ჩვენი დემოკრატიის მისამართით და მტკიცებას, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ". - თქვა პესკოვმა.

ამავდროულად, კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივად ღია რჩება "ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც მზად არიან თანაბარუფლებიანი, ადამიანური და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობისთვის".

1-ელიდან 7 მარტამდე რუსეთში, სოჭში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი იმართება. ღონისძიება, რომელიც ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ დასახლება სირიუსში ტარდება, მონაწილეობას საქართველოდან წასული დელეგაციაც იღებს.

კომენტარები