საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი აზარაშვილზე: როგორც ვიცი, პრემიერისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა

ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს - ვერ იპოვით, დამერწმუნეთ. ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. მე როდესაც ვიყავი პრემიერმინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს [ზურაბ აზარაშვილს] ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე, პრემიერსაც - ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა.

მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, რომ თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც [რევაზ ჯაველიძე] გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერმინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გუშინ, 1 მარტს გაათავისუფლეს. ამავე დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც.

კომენტარები