კრიმინალი

მეგობარ ქალს დანით დაზიანებები მიაყენა – განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ლილოს დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ო.ც მომხდარიდან რამოდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს.

"დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები