განა

განის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც LGBT+ თემის წევრად იდენტიფიცირებას კრძალავს

AFP

განის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც თავს LGBT+ თემის წევრად მიიჩნევს, სამ წლიან პატიმრობას მიუსჯიან.

ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, წესდება 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა LGBT+ ჯგუფის შექმნის ან დაფინანსებისთვის.

კანონპროექტი ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ყველასთვის, ვინც მონაწილეობს LGBT+ ადვოკატირების კამპანიაში, რომელიც ბავშვებისთვისაა გამიზნული. ის ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, "აუცილებელი მოქმედებებისთვის" თემის წევრები ხელისუფლებასთან დაასმინონ.

დეპუტატების თქმით, კანონპროექტი 2021 წლის იანვარში დედაქალაქ აკრაში განას პირველი LGBT+ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საპასუხოდ მომზადდა. მაშინ პოლიციამ საზოგადოებრივი პროტესტის, რელიგიური და ტრადიციული ლიდერების ზეწოლის შემდეგ, ცენტრი დახურა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლებმა უარყვეს პატიმრობის სასჯელის სხვა ფორმებით ჩანაცვლების მცდელობები.

კანონპროექტი, რომელსაც განის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს, ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადდო, რომელმაც აქამდე თქვა, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ეს განელების უმრავლესობის სურვილი იქნება.

განაში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირი უკვე აკრძალულია და ის 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები