რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთი: მოსკოვმა და პეკინმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პეკინში

ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრი, სუნ ვეიდონგი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსეთ-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავის აღნიშვნა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა (SCO) და BRICS-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადების მიხედვით, მხარეებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ერთად უზრუნველყონ რეგიონის სტაბილურობა. 

"ჩვენ მხარი უნდა დაუჭირონ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, იყოს სტაბილურობის გარანტორი ისეთი ცვლილებების დროს, რაც საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ხდება, გააძლიეროს კომუნიკაცია და კოორდინაცია აზია-წყნარი ოკეანის საკითხებში და ერთად დაიცვან რეგიონული უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება." – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები