რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 19-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
კრემლში აღნიშნეს, რომ რუსეთის ლიდერი ჩინეთს სი ძინფინგინს მოწვევით ეწვევა.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი "კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ "რუსეთისა და ჩინეთის საგანმანათლებლო წლის" გახსნის საზეიმო ცერემონიაში.




