საქართველო-აშშ

კობახიძე: აშშ-ს ელჩს შევხვდი, განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას თავად კობახიძე ავრცელებს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.

ასევე, ერთმანეთს დავუდასტურეთ ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა" - წერს კობახიძე.

კომენტარები