აშშ

ირანული იარაღის იემენში არალეგალური გადატანის ბრალდებით აშშ-ში ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

U.S. Department of Justice via AP, File

აშშ-ს სასამართლომ ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინეს ირანული იარაღის გადატანისთვის, რომლის ჩაშლის ოპერაციასაც 2023 წლის იანვარში ორი ამერიკელი სპეცრაზმელი ემსხვერპლა. იარაღის გადატანას ბრალდებულები არაბეთის ზღვაში ცდილობდნენ, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებაც აშშ-ს საზღვაო ძალების სპეცრაზმელებმა აღკვეთეს.

რიჩმონდის ოლქში პროკურატურის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ბრალდებულ ოთხივე პირს პაკისტანის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ფლობდნენ. მათ არაბეთის ზღვაში ირანში დამზადებული იარაღი და რაკეტების ნაწილები გადაჰქონდათ. ამერიკული მხარის მტკიცებით, ამ ტიპის იარაღი და რაკეტები ბოლო პერიოდში იემენში ჰუსიტები იყენებენ. 

"რაკეტების და მაღალტექნოლოგიური იარაღის ტრანსპორტირება ირანიდან იემენში საფრთხეს უქმნის ამერიკის ხალხს და ინტერესებს, და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში" - თქვა აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ.

ირანული იარაღის იემენში ტრანსპორტირების ჩაშლის ოპერაციაში ამერიკელი სპეცრაზმელები კრისტოფერ ჩემბერსი და ნათან გეიჯი მონაწილეობდნენ, რომლებიც მისიის შესრულებისას დაიღუპნენ.

აშშ-ს მხარემ იემენში გადასატანი იარაღის და რაკეტის ნაწილების ფოტოები გაავრცელა. 

კომენტარები