გერმანია

გერმანიის სკოლაში 5 მოსწავლის დაჭრის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს

Armando Babani/AFP/Getty Images

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალში, სკოლაში 5 მოსწავლის დაჭრის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს. დაშავებულებს შორის არის ბრალდებულიც, რომელიც ასევე სკოლის მოსწავლეა.

თავდასხმის დეტალები უცნობია. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, თავდამსხმელი მოსწავლეებს დანით და მაკრატლით დაესხა. როგორც ირკვევა, სკოლაში მყოფმა მოზარდებმა თავიანთი საკლასო ოთახები შემოზღუდეს და ბარიკადები აღმართეს. 

პოლიციის ინფორმაციით, მსხვილი ოპერაცია ადგილობრივი დროით 10 საათამდე დაიწყეს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ სკოლა ევაკუირებულია და ყველა მოსწავლეს სათანადოდ მკურნალობენ. 

"ამჟამინდელი ინფორმაციით, ცივი იარაღით რამდენიმე სტუდენტი დაშავდა და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. თვითონ თავდამსხმელი მძიმედ არის დაშავებული". - წერს ადგილობრივი პოლიცია.

კომენტარები