UFC

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია
The Sun

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში აქამდე დამარცხებული არავის ჰყავდა.

პირველ რაონდში მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს. მეორე რაუნდში კი თოფურიამ მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო და ტიტული მოიპოვა.

იმავე ღონისძიებაზე ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მეტოქე ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა.

კომენტარები