UFC

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილი
Verdict MMA

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი დაამარცხა.

ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა. ო’მალიმდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონია. 18 თებერვალს, ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

კომენტარები