აშშ

X-ი ტერორისტებს სააბონენტო სარგებლებს აწვდის - Tech Transparency Project

Getty Images

მეთვალყურე ორგანიზაციამ, Tech Transparency Project-მა (TTP), ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სოციალური ქსელი X-ი ტერორისტული დაჯგუფებებსა და აშშ-ს მიერ სხვა სანქცირებულ ორგანიზაციებს აბონემენტს აწვდის და სანაცვლოდ საფასურს იღებს. 

ანგარიშში წერია, რომ X-ზე ჰასან ნასრულას, ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარისა და სხვა სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების ანგარიშები აღმოაჩინეს, რომლებიც ლურჯი და ოქროსფერი ნიშნით იყო აღნიშნული.

მეთვალყურე ორგანიზაციის თანახმად, ლურჯი ნიშანი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მიერ მართული X-ის ანგარიშსაც ჰქონდა. TTP-ს ანგარიში ასევე წერია, რომ სანქცირებული რუსული ბანკს Тинькоф-სა და ირანის PressTV-ს ოქროსფერი ნიშნები ჰქონდათ.

X-ზე პრემიუმ აბონემენტის ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ანგარიშები ლურჯი ან ოქროსფერი ნიშნით აღნიშნონ, რომელიც ანგარიშის ლეგიტიმურობაზე მიუთითებს და დამატებით სარგებლებთან, მაგალითად უფრო დიდი ტექსტებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შესაძლებლობასა და პოსტების გაზრდილ ხილვადობასთან, არის დაკავშირებული.

რადგან ეს ნიშნები ფასიანია, შესაძლოა X-ი საგარეო აქტივების კონტროლის ადმინისტრაციის (OFAC) ნორმებს არღვევდეს, რომელთა ფარგლებშიც "აშშ-ს ინკორპორირებულ ორგანიზაციებს" მთავრობისგან გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე სანქცირებულ ერთეულებთან ფინანსური ტრანზაქციების წარმოება ეკრძალებათ. 

TTP-ის თანახმად, უცნობია, X-ს ასეთი ლიცენზია მიუღია თუ არა, თუმცა კომპანიის შიდა პოლიტიკით, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებისთვის პრემიუმ მომსახურება მიწოდება იკრძალება. 

მეთვალყურე ორგანიზაციის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ  X-მა სანქცირებული პირებსა და ორგანიზაციებს ლურჯი და ოქროსფერი ნიშნების უფასოდ შესთავაზა, ესეც შეიძლება სანქციების დარღვევად ჩაითვალოს.

"OFAC კრძალავს მომსახურებების "კონტრიბუციასა და მიწოდებას" "ნებისმიერი დაბლოკილი პიროვნების სასარგებლოდ - ეს ენა მიუთითებს, რომ სანქციები მოქმედებს მიუხედავად იმისა, გადასახადები ფიგურირებს თუ არა". - წერია ანგარიშში. 

TTP-ის მიხედვით, X-ს დაუკავშირდნენ, რომლის წარმომადგენელმაც უთხრა, რომ საკითხს გამოიკვლევდნენ, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

მეთვალყურე ორგანიზაციის თქმით, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე საათში მათ მიერ ნახსენები ყველა ანგარიშს ლურჯი და ოქროსფერი ნიშანი გაუუქმდა. 

კომენტარები