კრიმინალი

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაო პატიმრობით შეუცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გააუპატიურა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

"პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა". - წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები