დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი - დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, "რუსული კანონის" ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად გამცლელი და დამანგრეველი. თქვენ, პერსონალურად ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების 100 000-იანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ. ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ გასაგებია - ეს ყველაფერი მისი დავალებით შეასრულეთ.
ირაკლი კობახიძე
ლილუაშვილი კობახიძეს: გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი, თავმჯდომარის ადგილას დამსმელი ხართ
tbl.ge/6oty
დაკოპირდა
გიიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.
პარტია საქართველოსთვისგავრილოვის ღამეგავრილოვი საქართველოშიბექა ლილუაშვილინდობის გამოცხადებაირაკლი კობახიძეგიორგი გახარიაგახარიას პარტია
ამავე თემაზე
- კობახიძე: სახ.დეპ-ის ანგარიშში წერია ტყუილი, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი
- კობახიძე: კორუფციის პრევენციისთვის, პოლიტიკოსებს რაციონალური ხელფასები უნდა ჰქონდეთ
- კობახიძე: არც პირდაპირ, არც ირიბად არ უნდა დაფინანსდნენ პოლიტიკური სუბიექტები უცხოეთიდან
- კობახიძე სააკაშვილის გათავისუფლებაზე: ბრიუსელში არცერთ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დაყენებულა
- კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება