ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ ომის დასრულებაზე და ტყვეების გაცვლაზე ჰამასის შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდა

ISRAELI GOVERNMENT

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 თებერვალს იერუსალიმში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ის არ თანხმდება ჰამასის მიერ შემოთავაზებულ პირობებს ომის დასრულებასა და ტყვეების გაცვლაზე. 

ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორში ისრაელის სრული გამარჯვება რამდენიმე თვეში მიღწევადი მიზანია. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ჰამასის მოთხოვნები საშინელი იყო. 

"არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა სრული და საბოლოო გამარჯვებისა" - თქვა ნეთანიაჰუმ. 

მისი სიტყვებით, თუ ჰამასი ომის შემდეგ ისევ იარსებებს, ისრაელის ტერიტორიაზე შემდეგი სასაკლაო მხოლოდ დროის საკითხი იქნება. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ჯარი სისტემატიურად წინ მიიწევს და მალე უზრუნველყოფს, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. 

პრესკონფერენციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე პირობა დადო, რომ ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების დაბრუნება ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად დარჩება. 

კომენტარები