სამთავრობო ცვლილებები

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" მხარი დაუჭირეს.

კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, 7 თებერვალს მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას, მათ შორის, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წევრებს მოუსმენენ. 8 თებერვალს ჩანიშნულ საბოლოო პლენარულ სხდომაზე, სადაც პროგრამის დამტკიცება იგეგმება, მთავრობის სრული შემადგენლობა დაესწრება.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად 1 თებერვალს გამართულ პარტიის ყრილობაზე წარადგინა, ხოლო მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს 2 თებერვალს წარუდგინეს.

კომენტარები