საქართველოს პარლამენტი

წულუკიანი: როგორც ჩანს, ოპოზიცია უფრო სუსტდება, არ ვიცი, არჩევნებისთვის რისი იმედი აქვთ

ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. იმიტომ, რომ ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი... მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, მე არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს.

კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ.

კომენტარები