მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

გომელაური კირბალზე: თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს

საზარელი ფაქტი იყო ნამდვილად, რაც მოხდა კირბალში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მე-10 წელია, რაც ვიკავებ მინისტრის თანამდებობას, ასევე, უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ, ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა რომელიმე სექტორის მიმართულებით. 

შეთანხმება ხდება სამმხრივად, ჩვენ არ ვაკეთებთ თვითნებურად საგუშაგოს გახსნას, გაუქმებას ან გადატანას, 10 მეტრიც რომ გადავაადგილოთ, უნდა შევათანხმოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან, აქედან გამომდინარე რთულია. ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრულით სიღრმეებში ვიმუშავოთ, რომ არ მოხდეს შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. 

მთლიანად გადაფარვა შეუძლებელია ფიზიკურად, რადგან 391 კილომეტრია, წარმოგვიდგენია ყველას, ამის გაკონტროლება ფიზიკურად, თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს. 

[...] იმ სოფელში, სადაც დაიღუპა, მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ვცდილობთ დაემატოს მოძრავი პატრული, მაგრამ ხდება ხშირად დაკავება. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მკვლელობით მთავრდება, თუმცა წლების წინაც იყო ორი-სამი შემთხვევა. 

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ. 

6 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ კირბალთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები