მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ვარჰეი კირბალზე: საქართველოს უნდა დავეხმაროთ დამნაშავეების პოვნაში

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შემაშფოთებელია, რომ ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს დამნაშავეების პოვნაში. მხარს ვუჭერთ და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ეხმაურება 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას, და ლევან დოთიაშვილის გატაცებას. 

კომენტარები