მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ნიკოლოზ გინტური: მე დავითვალე, 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას

TVpirveli

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის, ნიკოლოზ გინტურის თქმით, დაღუპულის მანქანას 35 ნატყვიარი აქვს.

"ვიცოდი და გვეუბნებოდნენ, რომ ავტომობილს 2-3 ტყვია აქვს მოხვედრილიო, მაგრამ მე თვითონ დავთვალე, 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას. 2 ნატყვიარი აქვს სავარძელზე, დანარჩენი მანქანას ეტყობა გარშემო, საბურავებზე ვერ დავთვალე, რამდენია" - ამბობს ნიკოლოზ გინტური. 

როგორც ნოკოლოზ გინტური ამბობს, ელოდება ექსპერტიზის ჩატარებას, ნახავს, რა შედეგი იქნება და შემდეგ მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.

"გამოძიება არ დამთავრებულაო, ექსპერტიზა არ ჩატარებულაო და ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებას. დაველოდები ცოტა ხანს გამოძიებას, რა იქნება. თუ არა, მერე მივმართავ სხვა ხერხს, სტრასბურგში გავასაჩივრებ და ვიპოვი დამნაშავეებს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა გადმოსცენ საქართველოს და საქართველოში უნდა გასამართლდნენ" - თქვა გინტურმა. 

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს

კომენტარები