კახა კალაძე

კალაძე: არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გარდა რომელიმე პოლიტიკოსს ენმ-ს დაშლა შეეძლო

არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, ნაციონალური მოძრაობა დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა...

გადაჯგუფება მთლიანად ოპოზიციაში ხდება. რეალურად, ესენი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე. გუშინ ნაციონალური მოძრაობა იყო, დღეს ლელოა. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს [...]

მათ [ოპოზიციონერ დეპუტატებს] სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, ვისგან, ვიცით ყველამ და ამ დავალებებს ასრულებენ.

ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ ენმ-ს პარტიის წევრებს და რატომ იშლება ის.

კომენტარები