რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ლუგანსკში საცხობი დაბომბა, დაღუპულია 28 მშვიდობიანი

საცხობის ნანგრევები, ლისიჩანსკი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკა
Ria Novosty

ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მარიონეტულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით რუსული მედიები ქლაქ ლისიჩანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საცხობის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

ბოლო ინფორმაციით დაბომბვის შედეგად დაღუპულია 28 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაშავებულია 10 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ნანგრევების 65% შემოწმებულია. 

ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომენტარი არ გაუკეთებია.

თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ 4 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები