BBC

BBC-ის თანამშრომელმა ებრაელ ხალხს ნაცისტი პარაზიტები, ხოლო თეთრკანიანებს ვირუსები უწოდა

Carl Court/Getty Images

BBC-ის თანამშრომელმა დონ ქუევამ Facebook-ზე პოსტში ებრაელები ნაცისტ პარაზიტებს შეადარა, ხოლო თეთრკანიანები ვირუსებს. დონ ქუევა BBC Three-ზე კოორდინატორის პოზიციას იკავებს. 

BBC-ის მისამართით დონ ქუევას ანტისემიტური პოსტის გამო საჩივრები დაიწერა. 

სოციალურ ქსელში დონ ქუევამ ებრაელებს ნაცისტი პარაზიტები უწოდა და ღაზის სექტორში აპართეიდში დაადანაშაულა. ამავე პოსტში ის წერდა, რომ თეთრკანიანები მუტანტი დამპყრობელი სახეობა არიან. ასევე, დონ ქუევა Facebook-ზე წერდა მრავალ კონსპირაციულ თეორიას ებრაელების წარმოშობის შესახებ. ამავე პოსტში მან დიდი ბრიტანეთი UKKK-დ მოიხსენია, როგორც კუ კლუქს კლანის გაგრძელება და ბრიტანეთი შავკანიანების ჩაგვრაში დაადანაშაულა. 

მისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, ქუევა აქამდე UKTV-სთვის და DIsney-სთვის მუშაობდა. 

BBC-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი კომენტარს არ გააკეთებენ ინდივიდუალურად თანამშრომლებზე. 

კომენტარები