მიდის მუშაობა, რომ დაგაკომპლექსონ და ბიძინა ივანიშვილი არ ახსენო. კომპლექსის გამომუშავება და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ მადლობა უნდა გადაუხადო. ცხრაჯერ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა. ათჯერ, ან თერთმეტჯერ რომ ეხსენებინა, არ ეკუთვნის იმ ადამიანს? დამსახურება არ აქვს ამ ქვეყნის ან პარტიის წინაშე? უპრეცენდენტო ქველმოქმედება არ ჩაუდენია, რომლის მაგვარი, ალბათ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება არავის? მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება. ჩვენ ერთმანეთზე რომ ვლაპარაკობთ და ძალიან გულწრფელები ვართ, მათ შორის, ირაკლი კობახიძის შეფასებაში, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ შეგვიძლია თამამად საუბარი, რომელიც ყოველთვის არაბუნებრივად სწორ, გამჭრიახ და სწორი მიმართულებით გადაწყვეტილებებს იღებდა და ასეთ რჩევებს იძლეოდა, როდესაც ოდნავ დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან და როდესაც ჩართული იყო პოლიტიკაში, ისეთი სასწაულები არ დაალაგა, რომლითაც შეშფოთებულები და გაოგნებულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები და ამ ქვეყნის მოყვარული ხალხი ბედნიერი იყო?! ამ ყველაფერზე არ უნდა ვილაპარაკოთ?
tbl.ge/6olb
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, მამუკა მდინარაძე TV IMEDI-ს ეთერში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




