სამთავრობო ცვლილებები

ივანიშვილი ღარიბაშვილზე: თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია

ზურა ცერცვაძე

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს და რატომ დაატოვებინა პრემიერობის პოსტი, უპასუხა: "რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია".

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პრემიერობის პოსტიდან გადადგომა ღარიბაშვილმა "თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია".

დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები