კამილა ვალიევა

ვალიევას დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუსეთის მოციგურავეთა ნაკრებს ოლიმპიური ოქრო ჩამოართვეს

რუსეთის მოციგურავეთა ნაკრები პეკინის ოლიმპიადაზე
Ria Novosty

მოციგურავე კამილა ვალიევას დისკვალიფიკაციის გამო, შეიცვალა 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის შედეგები.

პირველი ადგილზე გადავიდა აშშ-ს მოციგურავეთა ნაკრები, ხოლო რუსეთმა დაკარგა ოქროსა და ვერცხლის მედლები და ჯამური შედეგით მესამე ადგილზე გადავიდა.


29 იანვარს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), დოპინგის გამო, რუს მოციგურავე კამილა ვალიევას 4 წლით სპორტულ ღონისძიებებში ასპარეზობა აუკრძალა. 

ვალიევას ანალიზში 2021 წლის დეკემბერში აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მსოფლიო სპორტული საზოგადოებისთვის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი. ოლიმპიადაზე რუსმა მოციგურავემ ოქროს მედალი მიიღო.

რუსული მხარის გადაწყვეტილებით ვალიევას მხოლოდ რუსეთის ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოგვიანებით CAS-ში მსოფლიოს დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტომ (WADA) გაასაჩივრა.

ვალიევას ადვოკატების თქმით სპორტსმენის ბაბუას გულის სერიოზული პრობლემები აქვს და ტრიმეტაზიდინს რეგულარულად მოიხმარს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სპორტსმენის სისხლში დოპინგი ბაბუის დაუდევრობით მოხვდა

ოლიმპიური ოქროს გარდა ვალიევას ჩამოერთმევა რუსეთისა და ევროპის ჩემპიონის ტიტული.

კომენტარები