2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა

ადვოკატის თქმით, კამილა ვალიევას ორგანიზმში დოპინგი ბაბუის დაუდევრობით მოხვდა

Eurosport

მიუხედავად ჩაგდებული დოპინგ ტესტისა, 15 წლის რუს მოციგურავეს, კამილა ვალიევას პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურული სრიალის ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცეს

მოციგურავეს სისხლში აკრძალული ნივთიერება, ტრიმეტაზიდინი აღმოაჩინეს. საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) განიხილა. პროცესზე დედამ და ადვოკატმა ანა კოზმანენკომ განაცხადეს, რომ სპორტსმენის ბაბუამ იმავე ჭიქიდან დალია, რომლიდანაც თვითონ ვალიევა სვამდა და ხოლმე, სწორედ ამ გზით აღმოჩნდა ორგანიზმში ტრიმეტაზიდინი. მოგვიანებით ისტორია მოციგურავის ბაბუამაც დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დოპინგის საქმის საბოლოო გარკვევამდე ახალგაზრდა სპორტსმენის დროებითი დისკვალიფიკაცია საჭირო არ არის. მათი დასკვნით, პრობლემური იყო ასევე დოპინგ ტესტის შედეგების გამჟღავნების დროც. შედეგები ტესტის ჩატარებიდან 6 კვირაში, ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი ამანაც ითამაშა.

მიუხედავად ამისა, თუ ვალიევა ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედალს მოიპოვებს, შესაძლოა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მაინც ჩამოერთვას. ამ შემთხვევაში რუსეთის ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მოპოვებულ ოქროსაც დაკარგავს.

დოპინგ სკანდალის გამო პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია გასულ კვირაში გადაიდო.

წყარო: BBC

 

კომენტარები