ყაჩაღობა

შსს: იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გამოსტაცა, ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებული დღეს, 26 იანვარს "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გამოსტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს". - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები