2024 წელს გარდაცვლილები

97 წლის ასაკში JESUS CHRIST SUPERSTAR-ის რეჟისორი ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა

ნორმან ჯუისონი და ტედ ნილი Jesus Christ Superstar-ის გადასაღებ მოედანზე
Ct.com

97 წლის ასაკში კანადელი რეჟისორი ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა. ჯუისონი ავტორია ისეთი პოპულარული ფილმებისა, როგორებიც არის In The Heat Of The NightJesus Christ Superstar, Hurricane, Fiddler on the Roof, Moonstruck, The Thomas Crown Affair.

ჯუისონმა კარიერა ამერიკულ ტელევიზიაში დაიწყო. 50-იან წლებში ის CBC-ის არხზე, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. პირველი მხატვრული ფილმი 40 Pounds of Trouble 1962 წელს გადაიღო. პოპულარობა 1965 წელს გადაღებულმა The Cincinnati Kid-მა მოუტანა.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ჯუისონს არაერთი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული. არის ოსკარის სამგზის ნომინანტი ფილმებისთვის In the Heat of the Night, Fiddler on the Roof, Moonstruck. 1999 წელს გადაეცა საპატიო ოსკარი. არის BAFTA-ს, ემის, ოქროს გლობუსის ნომინანტი.

1988 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა კანადური კინოცენტრი. თავდაპირველად ორგანიზაცია სკოლის ფუნქციას ასრულებდა, მოგვიანებით კი ფინანსური ინსტიტუცია გახდა, რომელიც კანადური კინოსა და ტელევიზიის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეხმარება.

კომენტარები