აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს საწარმოში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, შირვანის რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

შირვანის საქალაქო პროკურატურამ შეტყობინება შპს არაზის ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაახლოებით 15:00-ზე მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი.

პოლიციის წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე მუშაობენ და აუცილებელ ქმედებებს ატარებენ. 

ვარაუდობენ, რომ შემთხვევა 120-მმ-იან ჭურვზე ჩაქუჩის მოხვედრამ გამოიწვია.

 

კომენტარები